მუცლის ან გულმკერდის ტკივილს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ორგანული მიზეზების გამორიცხვის შემთხვევაში განიხილება ტკივილის მოდულაცია ანტიდეპრესანტების მცირე დოზებით, რაც ცვლის მის აღქმას და იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მიდგომა მოუცავს ანტიდეპრესანტების დაბალი დოზების მიღებას. ყველაზე ხშირად ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და/ან სეროტონინის რეცეპტორების რეგულატორები გამოიყენება.
ასე რომ, ამიტრიპტილინი (რეკომენდირებულია ყაბზობის მიდრეკილების დროს) ან პაროქსეტინი (რეკომენდირებულია დიარეისადმი მიდრეკილების დროს) ინიშნება 10 მგ დოზით ღამით, ძილის წინ. ეფექტურობის გამომდინარე დოზირება თანდათან იზრდება 10 მგ-ით ყოველ 7-10 დღეში, სანამ არ მივაღწევთ 40-50 მგ.
კურსი ინიშნება 1-3 თვემდე. შეწყვეტა ხდება თანდათან იგივე სხეთიმით რაც გაზრდა.
წყარო: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები. კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული მიდგომა. რედ. ბ.ე. ლეისი, მ.დ. კროუელი, ჯ.კ. დიბაიზა; პერ. ინგლისურიდან; რედ. ს.ვ. დემიჩევა, 2017. გვ. 52.