ვიდეოში 38 წლის ახალგაზრდა პაციენტი ანემიით, რომლის მიზეზის დადგენა შეუძლებელი იყო და ჩატარებული მკურნალობა არაეფექტური გამოდგა. უნდა გვახსოვდეს, რომ ატროფიული გასტრიტის დროს ირღვევა საჭმლის მონელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ხდება კუჭში, რაც იწვევს ადამიანის ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტს.
ატროფიული გასტრიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ქრონიკული იმუნური ანთება, რომელსაც თან ახლავს კუჭის ფსკერის და სხეულის ლორწოვანი გარსის ატროფია რაც იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, ვიტამინის B12-ის და რკინის დეფიციტს.
დიაგნოზი ეფუძნება ლაბორატორიულ და ჰისტოლოგიურ კვლევებს: ენდოსკოპია ბიოფსიით, სისხლის ანტისხეულების განსაზღვრა შიდა Castle ფაქტორისა და პარიეტალური უჯრედების მიმართ, გასტროპანელის ანალიზი. ვიტამინი B12 დეფიციტი ფასდება სისხლში ვიტამინ B12-ისა და ჰომოცისტეინის კონცენტრაციით.
დასკვა: სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.
- მარილმჟავას წარმოების სტიმულირებისთვის გამოიყენება მარილმჟავას ანალოგები აციდინ-პეპსინი და მცენარეული წამლები HCL წარმოების გასაძლიერებლად - ერთ ერთი ასეთი პრეპარატი არის პლანტაგლუციდი.
- ლორწოვანი გარსის დამცავი თვისებების გასაძლიერებლად რეკომენდებულია ბისმუტის ტრიკალიუმის დიციტრატის, რებამიპიდის, გასტრარექსის (ვიტამინი U) გამოყენება.
- ტროფიკის და ქსოვილების რეგენერაციისთვის გამოიყენეთ სოლკოსერილი 2ml/1/10 კუნთსში ან აქტოვეგინი 200 მგ/3/30, ან ტრენტალი 100 მგ/3/10 პერორალურად ტაბლეტების სახით.
- მკურნალობა უნდა იყოს კურსობრივი და შეიძლება განმეორდეს წელიწადში რამდენჯერმე.
წყარო: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ფარმაკოთერაპია, ატროფიული გასტრიტი. + გასტროენტეროლოგია. პრაქტიკული სახელმძღვანელო S.S. Vyalov. გვერდი 27.