გულისრევა გამოიხატება ღებინების უწყვეტი სურვილის განცდით. თუ გულისრევა გრძელდება 1 თვეზე მეტი, ეს ქრონიკული მდგომარეობაა.
როდესაც გულისრევას მოყვება ღებინება, გასათვალისწინებელია სხვა დიაგნოზები, როგორიცაა გასტროპარეზი, მორეციდივე ღებინების სინდრომი და ა.შ.
გამოკვლევები გულისრევის დროს:- საერთო სისხლის ანალიზი
- სისხლის ბიოქიმია (ალტ, ასტ, კრეატინინი, შრატის რკინა - მინიმალური ნაკრები)
- სისხლში ელექტროლიტების განსაზღვრა (კალიუმი, ნატრიუმი, ქლორი, იონიზირებული კალციუმი)
- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემოწმება (TSH, T4 და T3 თავისუფალი ფრაქციები)
- კორტიზოლის განსაზღვრა
- შესაბამის შემთხვევაში ორსულობის ტესტი
გულის რევა მოძრაობის დროს (მანქანაში, თვითმფრინავში, გემზე) განსაკუთრებით თუ მოყვება თავბრუსხვევა გამოიყენება
დიმედროლი (H1 ჰისტამინი 1 თაობის),
სკოპოლამინი (M1 რეცეპტორის ბლოკატორი).
ჯანჯაფილზე (იმბირზე) დამზადებულმა პრეპარატებმა კარგი შედეგი აჩვენა, მათ შორის ორსულ ქალებში გულისრევის მკურნალობაში.
ონდანსეტრონი კარგია ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის დროს და ასევე ეფექტურია ყაბზობის დროს.
აპრეპიტანტი - ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების დროს.
წყარო: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები. კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული მიდგომა. რედ. ბ.ე. ლეისი, მ.დ. კროუელი, ჯ.კ. დიბაიზა; პერ. ინგლისურიდან; რედ. ს.ვ. დემიჩევა, 2017. გვ. 110.