ეზოფაგოგასტროსკოპიის გამოკვლევის დასკვნაში წერია: „ზედაპირული; არაატროფიული; ატროფიული გასტრიტი და ა.შ". უნებურად ჩნდება კითხვა, რა ვუყოთ ამ ყველაფერს?
თუ დასკვნაში მიუთითებული არის გასტრიტის ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი: არაატროფიული, ზედაპირული, ანტრალური, ინტერსტიციული, ფოლიკულური, ჰიპერსეკრეტორული ან B ტიპის გასტრიტი. ყოველი მათგანი სინონიმია და გულისხმობს Helicobacter pylori-ს არსებობას. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი არის ბაკტერიის გამოკვლევა. ამისთვის გამოიყენეთ დამატებითი დიაგნოსტიკური მეთოდები. დადებითი შედეგის შემთხვევაში კი ერადიკაციის კურსი უნდა ჩატარდეს.
ატროფიული, დიფუზური, ასოცირებული B12-დეფიციტურ ანემიასთან, A ტიპის გასტრიტი. გულისხმობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის განვითარების აუტოიმუნურ მიზეზს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დიაგნოზის დადასტურება და სისხლის ტესტის ჩატარება გასტროპანელზე, ანტისხეულებზე შიდა ფაქტორ კასლაზე, ანტისხეულებზე პარიეტალურ უჯრედებზე და ასევე გასტროსკოპიას გამოკვლევა ბიოფსიით, რათა მორფოლოგებმა დაადასტურონ დიაგნოზი. შეგახსენებთ, რომ ატროფიულ გასტრიტს არ გააჩნია სპეციფიკური მკურნალობა. მკურნალობის შედგენა ხდება ინდივიდუალურად.
ქიმიური, რეფლუქს, C ტიპის გასტრიტი. ასეთი ფორმულირებები მიუთითებს კუჭში ნაღვლის რეფლუქსის არსებობას, ტკივილგამაყუჩებლების ხშირ გამოყენებას ან კუჭში სხვა ქიმიური აგენტებით გამოწვეულ ანთებას. გამომწვევი მიზეზის გამომდინარე, მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა.
შედეგი: ზემოაღნიშნული დასკვნები ყველაზე ხშირია. თუ გაურკვეველ ფორმულირებებს წააწყდებით, დასვით კითხვა ჩვენს ვებგვერდზე, რომ მიიღოთ უფრო დეტალური პასუხი.
წყარო: პრაქტიკული გასტროენტეროლოგია. ნაწილი II. კუჭის დაავადებები, გვ 78. ავტორები F. I. Komarov, M. A. Osadchuk, A. M. Osadchuk. 2010.