მელატონინი ზრდის ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტურობას
„მელატონინის ანტიჰელიკობაქტერიული თვისებების აღმოჩენასთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდირებულია მელაქსენის ჩართვა ერადიკაციის სქემაში, რაც მეტად აუმჯობესებს განკურნების მაჩვენებელს". მალინოვსკაია ნ.კ., 2007 წ. / პრაქტიკული გასტროენტეროლოგია გვ. 74.
სხვა გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა მელატონინის დადებითი ეფექტი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებაში, რომლებიც დაკავშირებულია Helicobacter pylori ინფექციასთან. ამ ეფექტის მიზეზი სავარაუდოდ მელატონინის ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო აქტივობაა. ამრიგად, მელატონინის გამოყენება პრაქტიკაში შესაძლებელია არა მხოლოდ ძილის პათოლოგიების დროს, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების სამკურნალოდ.
შედეგი: უნდა დაინიშნოს თუ არა ყველა შემთხვევაში მელატონზე დაფუძნებული მედიკამენტები Helicobacter pylori-ს გასანადგურებლად ? რეალურ პრაქტიკაში ეს არ ხდება. თუმცა, ამ მედიკამენტის დამატება ძირითად სამკურნალო რეჟიმზე რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ძილის გაძნელება, უძილობა და ემოციური განწყობის ცვალებადობა.
წყარო: პრაქტიკული გასტროენტეროლოგია. ნაწილი II. კუჭის დაავადებები, გვ 74. ავტორები F. I. Komarov, M. A. Osadchuk, A. M. Osadchuk. 2010. Celinski K. et al. Effects of melatonin and tryptophan on healing of gastric and duodenal ulcers with Helicobacter pylori infection in humans. J Physiol Pharmacol. 2011 Oct.