1) ხშირი (5-6 ჯერ დღეში), პორციული კვება.
2) კუჭის ლორწოვანი გარსის მექანიკური, თერმული და ქიმიური დაცვა, ამისთვის საკვები უნდა იყოს თბილი ან გრილი, სუნელების და მჟავე დანამატების მინიმალური შემცველობით, ზომიერად მარილიანი/ტკბილი.
3) რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები: ხორცისა ან თევზის ბულიონები, შემწვარი და წიწაკიანი საკვები, შებოლილი, დაკონსერვებული საკვები, სპეციები, მჟავე და მარინადი, გაზიანი ხილის წყლები, ლუდი, ღვინო, შამპანური, ყავა, ციტრუსები.
4) უპირატესობა მიეცით: ხორცს, თევზს (ორთქლზე დამზადებულს ან მოხარშულს, დაშვებულია დუხოვკაში დამზადებული), კვერცხს, რძის პროდუქტებს (თუ არ გწყენთ), მაკარონს, თეთრ გუშინდელ პურს, მშრალ ფუნთუშებს, ვეგეტარიანულ სუპებს, ბოსტნეულს (კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო).
5) დიეტა უნდა შეიცავდეს ფაფას, ჟელეს ტკბილი ჯიშის კენკრისგან, კისელს, გამომცხვარ ვაშლს, კაკაოს რძით, ჩაის.
6) აუცილებელია მშვიდ გარემოში ჭამა, ნელა, დამჯდარ პიზიციაში და კარგად ღეჭვა. ეს ხელს უწყობს საკვების უკეთეს დამუშავებას ნერწყვით, რაც ასევე მარილმჟავას ეფექტის განეიტრალებას კუჭის ლორწოვან გარსზე.
იხილეთ დამატებით: პეპტიური წყლულის წამლით მკურნალობა -> https://endogastro.ge/kuchis-wyluli
წყარო: გასტროენტეროლოგის ტაქტიკა: პრაქტიკული სახელმძღვანელო / რედ. ი.ვ. მაევა, 2022 წ.