რას ნიშნავს დიარეა
დიარეა - არის ხშირი ან ერთჯერადი ნაწლავის დაცლა თხევადი შიგთავსის გამოყოფით.

1) სეკრეტორული დიარეას ვითარდება კვების რეჟიმის დაცვის მიუხედავად და არ იკლებს შიმშილის დროს. გამომწვევი ფაქტორებიდან გამოიყოფა ბაქტერიული ტოქსინები, ვირუსები, ნაღვლის მჟავით ნაწლავის გაღიზიანება, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჭარბი გამოყოფა (პროსტაგლანდინების, ნაწლავის ვაზოაქტიური პეპტიდის, გასტრინის, კალციტონინის და ა.შ.).

2) ოსმოლარული დიარეა ვითარდება ნაწლავის მონელების მოშლისას. მაგალითად, რძის ნაწარმი პროდუქტების აუტანლობის დროს, ლაქტულოზას ან მაკროგოლის მიღება. ამ ტიპის დიარეა წყდება შიმშილის შემდეგ.

3) ექსუდაციური დიარეა ხდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული და წყლულოვანი დაზიანების შედეგად. განავალი თხევადია, ხშირად შერეული ჩირქითა და სისხლით. ამ ტიპის დიარეა დამახასიათებელია წყლულოვანი კოლიტის, კრონის დაავადების და ნაწლავის მწვავე ინფექციების დროს (დიზენტერია, სალმონელოზი, კამპილობაქტერია).

4) ჰიპერ- და ჰიპოკინეტიკური ტიპის ფაღარათი. გავრცელებულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებში.

მწვავე დიარეა გრძელდება 2 კვირამდე და უმეტეს შემთხვევაში ინფექციური მიზეზი აქვს. ამ დროს სასურველია ინფექციონისტის კონსულტაცია, განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ნაწლავის მწვავე ინფექციებზე და ზოგადი სისხლის ანალიზი.

დიარეა ქრონიკულად ითვლება, თუ ის სამ კვირაზე მეტი გრძელდება. ქრონიკული დიარეა არის მრავალი დაავადების სიმპტომი (პირველ რიგში საჭმლის მომნელებელი სისტემის) და მისი მიზეზების გარკვევა უნდა დაიწყოს ანამნეზის გარკვევით, ფიზიკური გამოკვლევით და განავლის შეფასებით.

წყარო: ძირითადი გასტროენტეროლოგიური სინდრომებისა და სიმპტომების დიფერენციალური დიაგნოზი / D. I. Trukhan, S. N. Filimonov. - მ.: პრაქტიკული მედიცინა, 2016. - გვ.103