სტრესით გამომწვეულ კუჭნაწლავის წყლულებს ახასიათებს ჰორმონალური დისბალანსი. ასე ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ზრდა იწვევს კორტიკოსტეროიდების შემდგომ მატებას. ჩამოთვლილი ცვლილებები ამცირებს კუჭის ლორწოს გამომუშავებას და უარესებს მის ხარისხობრივ შემადგენლობას, არღვევს დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას და ამცირებს კუჭის სისხლის ნაკადს. სხვა სიტყვებით, კუჭნაწლავის დაცვის ბუნებრივი ბარიერი მცირდება, აგრესიის ფაქტორები კი იმატებს, რაც იწვევს ასეთი დეფექტების წარმოქმნას. ასეთ წყლულებს სიმპტომატურს უწოდებენ, რადგან მათ არ ახასიათებთ ტკივილი და დისპეფსიური სინდრომი. უმეტეს შემთხვევაში განიკურნება თავისით.
შედეგი: რა თქმა უნდა აღმოჩენის შემთხვევაში ექიმი შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობის სქემას. ძირითადად გამოიყენება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (რაბეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ომეპრაზოლი და ა.შ.), პრეპარატები ლორწოს გამოსაყოფად რომლებს მასთან ერთად გარსის ამოვლების ეფექტი გააჩნია (რებამიპიდი, დე-ნოლი და ა.შ.), შესაძლებელია ადსორბენტების გამოყენება (სმექტა, ენტეროგელი, ფოსფალუგელი და ა.შ.).
წყარო: პრაქტიკული გასტროენტეროლოგია. ნაწილი II. კუჭის დაავადებები, გვ. 119. ავტორები F. I. Komarov, M. A. Osadchuk, A. M. Osadchuk. 2010 წელი.