ტკივილი გულმკერდის არეში (კარდიალგია)

  • ზოგჯერ მტკივნეული შეტევები გულმკერდის არეში მიუთითებს კუჭნაწლავის დაავადებას.

  • სანამ ამ დასკვნას გამოვიტანთ აუცილებლად უნდა გამოირიცხოს გულის დაავადება. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ტკივილის სხვა მიზეზების გამორიცხვა, რომლებიც არ არის დაკავშირებული საყლაპავთან (პნევმონია, ფილტვების დაავადებები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნევროლოგიური დაავადებები და ა.შ.). როდესაც გამორიცხულია ყველა შესაძლო მიზეზი გულიდან, ფილტვებიდან და ძვალ-კუნთოვანი სისტემიდან, ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავის სინდრომებს.

  • გასტროეზოფაგალური რეგლუქსის დაავადება არის ყველაზე გავრცელებული პათოლოგია რომელიც იწვევს გულმკერდის ტკივილს და ომეპრაზოლის მაგვარი პრეპარატების გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას დაახლოებით 80%-ში.

  • საყლაპავთან დაკავშირებული სხვა მიზეზებია კარდიის აქალაზია, დიფუზური ეზოფაგოსპაზმი, ონკოლოგია და ა.შ.

  • თუ პაციენტმა გამორიცხა გასტროეზოფაგალური რეგლუქსის დაავადება, აქალაზია და სხვა მიზეზები, ინიშნება ვისცერული ანალგეტიკები - ანტიდეპრესსანტები (ასეთი წამლების მიღების რეჟიმი იხილეთ სხვა პუბლიკაციაში).

  • გულმკერდის ტკივილის მქონე პაციენტებში და სპაზმური საყლაპავის დარღვევების დროს, შეიძლება გამოიყენოს ანტისპაზმური პრეპარატები.

წყარო: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები. კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული მიდგომა. რედ. ბ.ე. ლეისი, მ.დ. კროუელი, ჯ.კ. დიბაიზა; პერ. ინგლისურიდან; რედ. ს.ვ. დემიჩევა, 2017. გვ. 55.