ურსოდეოქსიქოლის მჟავა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმი
ურსოდეოქსიქოლის მჟავას (სავაჭრო სახელწოდება ხოლუდექსანი, ურსოსანი, ურსომაკი, ქოლერონი და ა.შ.) აქვს უნარი შეამციროს ქოლესტერინის სეკრეცია ნაღველში, შეამციროს მისი შეწოვა ნაწლავში, ასტიმულირებს ქოლესტერინის გამოყოფას ნაღვლის კენჭებიდან, რითაც იწვევს მათ დაშლას და ამასთან ერთად ანორმალიზებს ქოლესტერინის წარმოებას ღვიძლში.

შედეგი: ზემოჩამოთვლილი ეფექტები გვაძლევს საშუალებას ურსოდეოქსიქოლის მჟავას გამოყენებას ჰიპერქოლესტერინემიის კომპლექსურ მკურნალობაში, ამასთან უზრუნველყოფს დამატებით დამცავ ეფექტს ჩვენი სხეულის ჰეპატობილიარულ სისტემაზე.

წყარო: პრაქტიკული გასტროენტეროლოგია. ნაწილი III. ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის სადინრების დაავადებები, გვ. 207. ავტორები F. I. Komarov, M. A. Osadchuk, A. M. Osadchuk. 2010 წელი.