რა შემთხვევაში Helicobacter pylori უნდა განიკურნოს?
H.p-ის ერადიკაცია მკაცრად რეკომენდირებულია, თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ატროფიული გასტრიტი, გაგიკეთებიათ კუჭის ოპერაცია, იღებთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტკივილგამაყუჩებლებს) ხანგრძლივად ან გაქვთ კუჭის კიბოს მიდრეკილება. მისაღებია ჰელიკობაქტერის მკურნალობა დისპეფსიური დარღვევების დროს (ტკივილი, სიმძიმე ეპიგასტრიულ არეში, ადრეული დანაყრების ან შევსების გრძნობა), პაციენტის ინიციატივით.
შედეგი: მოგახსენებთ, Helicobacter pylori არის კუჭის კიბოს მთავარი მიზეზი. ერადიკაციული თერაპია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც მიმართულია H.pilory-ის სრულ განადგურებაზე, რის შემდეგ ქრონიკული გასტრიტის, პეპტიური წყლულების, კუჭის კიბოს და რიგი სხვა დაავადებების განვითარების ძირითადი მიზეზი არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად ადამიანი აიცილებს რეციდივებს და გართულებებს.
წყარო: პრაქტიკული გასტროენტეროლოგია. ნაწილი II. კუჭის დაავადებები, გვ 56. ავტორები F. I. Komarov, M. A. Osadchuk, A. M. Osadchuk. 2010 გვ. 69.