"ყელში გუნდა" - გულისხმობს არარსებულ უცხო სხეულის გრძნობას ყელში, როგორც წესი კისრის შუაში დაღრმავების ადგილას.
მიზეზები: ანთება ყელის დონეზე, საყლაპავის ზედა სფინქტერის არასრული მოდუნება, საყლაპავის შემუმშვის დარღვევა, რეფლუქს ლარინგიტი, ხშირად უკავშირდება ფსიქოგენურ ხასიათისა და მის გამოწვევას აპროვაცირებს შფოთვა და დეპრესია. ზოგჯერ იიმჩნევა საყლაპავის ზედა მესამედში კუჭის ლორწოვანი გარსის ექტოპიის გამოვლენას, რომელიც ვლინდება ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის დროს.
ყოველთვის აუცილებელია ხორხის, ყელის და საყლაპავის დეტალური გამოკვლევა, კისრის თვალით გამოკვლევა და პალპაცია. ეს გამორიცხავს ზოგ დაავადებებთან შესაძლო კავშირს.
თუ ყელში გუნდას გრძნობას თან ახლავს ტკივილი ყლაპვისას, ხმის ჩახლეჩა, წონის დაკლება და მსგავსი გამაფრთხილებელი სიმპტომები, ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
დასკვა: მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს მორალურ მხარდაჭერას, არსის ახსნას და პაციენტის დარწმუნებას, რომ მდგომარეობა კეთილთვისებიანია. საცდელი მკურნალობა რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს გამოყენებული მედიკამენტებით ყოველთვის გამართლებულია. ასევე მნიშვნელოვანია ოტორინოლარინგოლოგთან და ფსიქიატრთან კონსულტაციები. ხშირად მიზეზი გაურკვეველი რჩება და თერაპიის მიუხედავად ბოლომდე არ ქრება.
წყარო: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები. კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული მიდგომა. რედ. ბ.ე. ლეისი, მ.დ. კროუელი, ჯ.კ. დიბაიზა; პერ. ინგლისურიდან; რედ. ს.ვ. დემიჩევა, 2017. გვ. 19-25.